სილდენაფილმა გამოიწვია მოულოდნელი ეფექტი - გააუმჯობესა ერექციული ფუნქცია მამაკაცებში.
1998 წელს მეცნიერებმა, რომლებმაც აღმოაჩინეს სილდენაფილის ეფექტი, მიიღეს ნობელის პრემია5.
ლიბიდო – მარტივი სიტყვებით არის სექსუალური ლტოლვა. თითოეულ ადამიანს აქვს ლიბიდოს გარკვეული დონე და არ არსებობს სტანდარტი. სექსუალური ლტოლვის სიძლიერე დამოკიდებულია ჰორმონების დონეზე, ტვინის აქტივობაზე და ადამიანის ქცევაზე საზოგადოებაში. ლიბიდოზე ასევე მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა სტრესი, დაღლილობა, ჭარბი წონა ან სხვადასხვა მედიკამენტების მიღება.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სექსუალური ლტოლვის სიძლიერე ყველასთვის განსხვავებულია და თუ არ გაქვთ სექსის სურვილი ყოველდღე, ეს არ ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ დაბალი ლიბიდო. როცა სურვილის ნაკლებობა გაწუხებთ, სჯობს მიმართოთ დახმარებისათვის სპეციალისტს.
შესაძლებელია. ლიბიდოს გაზრდის ყველაზე მარტივი და სწრაფი გზაა საკმარისი ძილი, სწორი კვება და ვარჯიში. ამ აქტივობებმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი თვითშეგრძნება და აგავსოთ ენერგიით.
30 წლის შემდეგ ტესტოსტერონის (მამრობითი სასქესო ჰორმონი) დონე იწყებს თანდათან კლებას, ყოველწლიურად დაახლოებით 1%-ით. ეს შემცირება შეიძლება მიუთითებდეს, რომ მამაკაცის სექსუალური ლტოლვა თანდათან იწყებს კლებას.
ჯანსაღი ცხოვრების წესს და ვარჯიშს შეუძლია შეინარჩუნოს თქვენი სექსუალური ლტოლვა სათანადო დონეზე. თუ გრძნობთ, რომ „ეს შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო “, მაშინ ეცადეთ დაიწყოთ თუთიის შემცველი საკვების მიღება.
თუთიის დეფიციტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტესტოსტერონის სინთეზზე. თუთიით მდიდარ საკვებს მიეკუთვნება ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და პარკოსნები. შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩათვალოთ, რომ ერთი ჭიქა ღვინის დალევა გაზრდის თქვენს სექსუალურ ლტოლვას, კვლევები ადასტურებენ, რომ ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება, ანადგურებს სათესლე ჯირკვალში არსებულ ტესტოსტერონის მაპროდუცირებელ უჯრედებს, ამიტომ ნუ მიიღებთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს.
ინფორმაციის წყარო:


